27 აპრილი 2024,   09:11
ვრცლად
"7 კვირის წინ ბუჩა წყნარი და მეგობრული ადგილი იყო, ერთი კვირის წინ კი ბუჩაში ცივსისხლიანად დახოცეს ადამიანები" - ურსულა ფონ დერ ლეიენი

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენი უკრაინის ქალაქ ბუჩაში მომხდარს ომის დანაშაულს უწოდებს. მისივე თქმით, გროვდება მასალა და აუცილებლად მიეცემა პასუხისგებაში ყველა, ვინც ამაში მონაწილეობა მიიღო.

"7 კვირის წინ ბუჩა წყნარი და მეგობრული ადგილი იყო, ერთი კვირის წინ კი ბუჩაში ცივსისხლიანად დახოცეს ადამიანები, ტყვიები თავში დაახალეს, ადამიანები ქუჩაში აწამეს. ჩვენ ყველამ ვნახეთ ეს შემზარავი კადრები. პუტინის ჯარისკაცები ყველას ხოცავდნენ, ვისაც კი დაინახავდნენ. ამას პუტინის ჯარისკაცები ტერიტორიის გათავისუფლებას უწოდებენ, მაგრამ ჩვენ მომხდარს ომის დანაშაულს ვიწოდებთ. ვაგროვებთ მასალას და ჩვენ აუცილებლად მივცემთ პასუხისგებაში კრიმინალებს. ევროპა მტკიცედ დგას უკრაინის გვერდით,"-აცხადებს ურსულა ფონ დერ ლეიენი.

 
დღის ამბები