27 ივლისი 2024,   03:46
ვრცლად
"ჩემი დაგინება და არა შეგინება, რატომ მიიღეთ თქვენ და "ნაცმოძრაობამ" პირადად?" - მიხეილ ყაველაშვილი თაკო ჩარკვიანს

ხმაური იყო განათლების კომიტეტში. ერთმანეთს თაკო ჩარკვიანი და მიხეილ ყაველაშვილი დაუპირისპირდნენ. პარტია "კანონისა და სამართლის" ლიდერმა მოითხოვა, რომ დეპუტატ ყაველაშვილს სხდომა დაეტოვებინა, მიზეზად მან ყაველაშვილის უცენზურო გამონათქვამი დაასახელა, რომელიც მან რამდენიმე კვირის წინ სხდომაზე გააკეთა. თაკო ჩარკვიანმა კოლეგას ბოდიშის მოხდა მოსთხოვა და სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.

მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, რომ ეთიკური ნორმები არ დაურღვევია.

"ძალა, რომელმაც გააუპატიურა, წაართვა, დახოცა, შეურაცხყო. ერიც შეურაცხყო, მოქალაქეებიც შეურაცხყო, გაანადგურა ადამიანები- აი ამ ძალაზე მაქვს საუბარი. თქვენც ხართ მათ რიგებში, არაერთხელ მოგიწოდებიათ საზოგადოებისთვის, რომ ჩვენ ვართ რუსული ხელისუფლება. როგორ გგონიათ ჩემი დაგინება და არა შეგინება, რომელიც პირადად მიიღეთ თქვენც და მთელმა იმ "ნაციონალურმა მოძრაობამ", რატომ მიიღეთ პირადად?!" -აცხადებს  პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი.

დღის ამბები