24 აპრილი 2024,   16:20
ვრცლად
უკრაინის განცხადებას შეიძლება, პრევენციული ხასიათი ჰქონდეს - იაგო ხვიჩია

პარტია "გირჩის" წევრის იაგო ხვიჩიას შეფასებით, შესაძლოა უკრაინის დაზვერვის განცხადება პრევენციულ ხასიათს ატარებდეს.

"ზოგადად, არ მჯერა, რომ რომ ასეთ რაღაცებს შემთხვევით ამბობენ. ამ განცხადებას შეიძლება, პრევენციული ხასიათი ჰქონდეს, მაგრამ თუ აღმოჩნდება, რომ მართალია რასაც ამბობენ, დარწმუნებული ვარ, ამის მყარი და ნათელი მტკიცებულებები თავისით დაიდება," - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

დეპუტატ თეონა აქუბარდიას შეფასებით, ამ საკითხზე საჯარო პოლემიკა კიდევ უფრო მეტად აზიანებს საქართველო-უკრაინას შორის ურთიერთობებს და აძლიერებს ოკუპანტ ქვეყანას, ამიტომაც, თეონა აქუბარდია ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ მაქსიმალურად გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა რომ დახურულ კარს მიღმა, უწყებებს შორის მოგვარდეს ეს საკითხი.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის დაზვერვის მთავარი ინფორმაციით, რუსეთი სანქციების ქვეშ მოქცეული სამხედრო დანიშნულებისა და სხვა სახის პროდუქტის კონტრაბანდის არხებს ქმნის, რომელიც მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე ქვეყნის ხელისუფლების თანხმობის საფუძველზე გაივლის.

ამასთან,  უკრაინული სამხედრო დაზვერვის ინფორმაციაზე ოფიციალური კიევი მტკიცებულებებს საქართველოსგან ელოდება. "უკრაინასა და მის მოკავშირეებს საქართველოზე გავლენა რომ არ ჰქონოდათ, რუსები უკვე შექმნიდნენ ამ ქვეყნის გავლით სანქციების გვერდისასავლელ მარშრუტს. ჩვენ ველოდებით ოფიციალურ მტკიცებულებებს და დამაჯერებელ არგუმენტებს საქართველოდან, რომ ისინი ამას არ აკეთებენ. შემდეგ, თუ ეს მტკიცებულებები და არგუმენტები საკმარისად დამაჯერებელი არ იქნება, გადავწყვეტთ, რა ქმედებები განვახორციელოთ," - განაცხადა კულებამ.

დღის ამბები