26 აპრილი 2024,   13:09
ვრცლად
ელენე ხოშტარიამ მოქალაქეებს 9 აპრილს, პარლამენტთან შეკრებისკენ მოუწოდა

"დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია მოქალაქეებს 9 აპრილს პარლამენტთან შეკრებას სთავაზობს და აცხადებს, რომ საქართველოს მოქალაქეებს ისტორიული ამოცანა აქვთ, ხელოვნური გამყოფი ხაზები გვერდით გადადონ და 9 აპრილის იდეის გარშემო გაერთიანდნენ.

"დგება დღე, 9 აპრილი, რომელმაც  შექმნა ჩვენი სახელმწიფო. დღე, რომელმაც გვასწავლა მთავარი, თავისუფლება და ერთიანობა არის ის საფუძველი, რაზეც ყველა საქართველოს მოქალაქე დგას. ჩავიხედოთ გულში და ვთქვათ, ვაკეთებ ყველაფერს, რომ ის თავისუფლება დავიცვათ და გადავცეთ მომავალ თაობას.9 აპრილს  ეს ვთქვათ ყველამ ერთად პარლამენტის წინ,"- აცხადებს ელენე ხოშტარია. 

დღის ამბები