27 ივლისი 2024,   05:00
ვრცლად
"რუსეთი შიმშილს იარაღად იყენებს, ისინი მიზანმიმართულად ცდილობენ საკვების კრიზისის გამოწვევას" - ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთისთვის მეტი სანქციების დაწესებას ითხოვს. მან ირლანდიის პარლამენტს მიმართა. ზელენსკის მთავარი მოწოდებაა, დასრულდეს რუსეთთან ვაჭრობა, რუსული ბანკები გლობალური სისტემიდან უნდა ჩახსნან.

"რუსეთი შიმშილს იარაღად იყენებს. ისინი მიზანმიმართულად ცდილობენ საკვების კრიზისის გამოწვევას. ეს კი გამოიწვევს პოლიტიკურ არასტაბილურობას. გვახსოვს რაც მოხდა მარიუპოლში როცა მოსახლეობა საკვების, წყლის, ელექტროენერგიის და მედიკამენტების გარეშე დატოვეს. ადამიანები წყურვილის მოსაკლავად თოვლს ადნობდნენ. დღემდე არ ვიცით მარიუპოლში რამდენი ადამიანი მოკლეს. ეს ოკუპაციის ტაქტიკაა. ეს მოხდა ჩერნიჰივში, ხარკოვში, იზიუმში. შეიძლება ეს გეოგრაფიული ადგილები არაფერს გეუბნებოდნენ, მაგრამ საქმე მილიონობით ადამიანს ეხება, რომლის განადგურებასაც რუსეთი ცდილობდა. რუსულმა ომმა 167 ბავშვი იმსხვერპლა. 21-ე საუკუნეში ისინი იმპერიალისტული მოტივებით მოდიან და უნდათ მეზობელი დამოუკიდებელი ქვეყანა დაანგრიონ. ეს როცა ხდება, ისევ ვხდებით იძულებული, ზოგიერთ ევროპულ სახელმწიფოს ვესაუბროთ, რომ ნუ აწარმოებენ რუსეთთან ვაჭრობას.

იმის მიუხედავად, რომ ნეიტრალური ქვეყანა ხართ, ნეიტრალური ვერ იქნებით რომ უკრაინა რუსეთმა კატასტროფის ადგილად აქციოს. ჩვენ უნდა ვაიძულოთ რუსეთი მშვიდობაზე წამოვიდეს და დავტოვოთ ის სრულ იზოლაციაში. მეტი სანქცია უნდა დავუწესოთ რუსეთს. უნდა დავასრულოთ რუსეთთან ვაჭრობა, რუსული ბანკები გლობალური სისტემიდან უნდა ჩახსნან. ბევრი მექანიზმია ამისთვის, თუმცა არსებობს მხოლოდ ზოგიერთი პოლიტიკური და ბიზნეს ლიდერის სურვილის ნაკლებობა. ისინი ფიქრობენ რომ ომის დანაშაული არაა იმის საპირწონე რომ ფინანსური ზარალი განიცადონ," - განაცხადა ზელენსკიმ.

დღის ამბები