19 აპრილი 2024,   10:04
ვრცლად
საქართველოს მხარდაჭერის ორპარტიული აქტი - რას ითვალისწინებს დოკუმენტი, რომელიც ამერიკელ კანონმდებლებს უკვე წაუდგინეს

თავდაცვა, უსაფრთხოება, დემოკრატიის გაძლიერება, რუსეთის დეზინფორმაციის და პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა - ეს ის ძირითადი მიმართულებებია, რომლის გაძლიერებისთვისაც შტატები საქართველოს მიმართ მხარდაჭერას ორპარტიული თანხმობით გამოხატავს. ამ ეტაპზე დოკუმენტის განახლებული ტექსტი გასაჯაროვებული არ არის, თუმცა ტრადიციულად "საქართველოს მხარდამჭერი აქტი" შტატებთან მჭიდრო თანამშრომლობას ითვალისწინებს. პროექტი ამერიკელ კანონმდებლებს დემოკრატმა კონგრესმენმა ჯერალდ კონოლიმ და რესპუბლიკელმა ადამ კინზინგერმა წარუდგინეს.

რუსული აგრესიის და მომეტებული საფრთხის გათვალისწინებით, ამერიკელი კანონმდებლები თანხმდებიან, რომ "აქტი" გაგრძელებაა ვაშინგტონის მხარდაჭერის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. კანონპროექტში დაგმობილია საქართველოს რეგიონების ოკუპაცია და ასევე ეხმიანება ოკუპირებულ ცხინვალსა და აფხაზეთში ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებს. დამნაშავეების მიმართ კი, სანქციების დაწესებას ითვალისწინებს.

საქართველოსთვის დამატებით სამხედრო დახმარებაზე გაამახვილა ყურადღება ამერიკის თავდაცვის მდივანმა ქვედა პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტზე. 

შტატების მიერ გამოცხადებულ მორიგ მხარდაჭერას "ტვიტერზე" გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. შალვა პაპუაშვილი წერს, რომ მხარდამჭერი აქტი საქართველოსა და ამერიკას შორის მჭიდრო კავშირს მოწმობს. დოკუმენტს საბოლოო დამტკიცებისთვის წარმომადგენელთა პალატის სრული თანხმობა, შემდეგ კი სენატში განხილვა სჭირდება.

დღის ამბები