უკრაინელი ხალხის სოლიდარობის ნიშნად აქციები გაიმართა რეგიონებში. ბათუმში ევროპის მოედანზე სიმბოლურად უკრაინისა და საქართველოს დროშები გამოფინეს, დაანთეს სანთლები და ომში დაღუპულებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.
უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა ქუთაისშიც. მოქალაქეები, მესამე სექტორის წარმომადგენლები და პოლიტიკოსები თეთრ ხიდზე შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეებმა სიმბოლურად სანთლებით და ყვავილებით პატივი მიაგეს დაღუპულ ადამიანებს. მათი თქმით, ის რაც უკრაინაში ხდება, არის გენოციდი და ამაზე მოძალადეებმა პასუხი უნდა აგონ.
ბუჩა რამდენიმე კვირის განმავლობაში, რუსული სამხედრო ძალების მიერ იყო ოკუპირებული. დეოკუპაციის შემდეგ, ქალაქში ხელფეხშეკრული ადამიანების, მათ შორის, მოხუცებისა და ბავშვების ცხედრები აღმოაჩინეს.
არანაკლები სისასტიკით გაუსწორდნენ ოკუპანტები მშვიდობიან მოქალაქეებს უკრაინის სხვა ქალაქებშიც.