სანქციების მე-5პაკეტის შესახებ საუბრობს ევროკომისიის პრეზიდენტი. ურსულა ფონ დერ ლაიენი განცხადებაში, რომელსაც ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს, ამბობს, რომ მას ექვსი მიმართულება აქვს - მათ შორის არის რუსეთიდან ქვანახშირის იმპორტისა და ოთხ მთავარ რუსულ ბანკთან ტრანზაქციების სრულად აკრძალვა.
ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, რუსეთი სასტიკ და დაუნდობელ ომს არა მხოლოდ უკრაინის ჯარების, არამედ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგაც აწარმოებს და ეს სისასტიკე არ შეიძლება და არც დარჩება უპასუხოდ.