31 აგვისტო 2026,   03:32
ვრცლად
"ეროვნული ერთიანობის მთავრობაა საჭირო, არჩევნების ჩატარება" - მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე პოლიტიკური განცხადებები გააკეთა

მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს დღეს საქალაქო სასამართლოში. საქმე ამჯერად ყოფილი პრეზიდენტის მიერ საზღვრის უკანონო კვეთას ეხება. დაცვის მხარე მტკიცებულებებთან დაკავშირებით შუამდგომლობის დაყენებას აპირებს.

მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე კვლავ პოლიტიკური განცხადებები გააკეთა,  ექსპრეზიდენტმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა და პოლიტიკურ პარტიებს მოქმედებისკენ მოუწოდა.

"იმ პირობებში, როდესაც წარმოუდგენლად გაუჭირდა ხალხს. წარმოუდგენელი სიღარიბე და შიმშილია, ამიდან დახსნა მინდოდა მე, იმიტომ, რომ ვიცი როგორ კეთდება ეს, მაგრამ ამ სიტუაციაში ეროვნული ერთიანობის მთავრობაა საჭირო, არჩევნების ჩატარება და რა თქმა უნდა, ყველა კარებზე კაკუნი, საქართველოს ხმის ისე გაგონება, როგორც ოდესღაც ამაყად ისმოდა საქართველოს ხმა მთელს მსოფლიოში. ჩვენ არ ვართ ლაჩრების ქვეყანა, ჩვენ არ ვართ მოღალატეების ქვეყანა, ეს ყველაფერი რაც ხდება დროებითია," - განაცხადა მსკავრდებულმა პრეზიდენტმა დღევანდელ პროცესზე. 

დღეს საქალაქო სასამართლოსთან შეიკრიბნენ მიხეილ სააკაშვილი  მხარდამჭერები და სავარაუდოდ ისინი აქ იქნებიან მანამდე სანამ ექსპრეზიდენტს პენიტენციურ დაწესებულებაში არ გადაიყვანენ.

დღის ამბები