04 მაისი 2024,   07:30
ვრცლად
რუსებმა იცოდნენ, რომ სადგური სავსე იყო ევაკუაციის მოლოდინში მყოფი მოქალაქეებით, თუმცა ბალისტიკური რაკეტით მაინც დაარტყეს - დმიტრო კულება

კრამატორსკში თავდასხმას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი "ტვიტერის" გვერდზე ეხმაურება.

როგორც დმიტრო კულება წერს, "რუსებმა იცოდნენ, რომ რკინიგზის სადგური სავსე იყო ევაკუაციის მოლოდინში მყოფი მშვიდობიანი მოქალაქეებით, თუმცა ბალისტიკური რაკეტით მაინც დაარტყეს. ეს იყო მიზანმიმართული მკვლელობა. ჩვენ ყველა ომის დამნაშავეს პასუხისგებაში მივცემთ," - წერს დმიტრო კულება.

შეგახსენებთ, ოკუპანტებმა ტოჩკა -У-ს ტიპის რაკეტით დაარტყეს კრამატორსკის რკინიგზის სადგურს, სადაც ათასობით მშვიდობიანი უკრაინელი ევაკუაციას ელოდა. დაახლოებით 30 ადამიანი დაიღუპა, სხვადასხვა დაზიანება მიიღო 100-მდე ადამიანმა.

დღის ამბები