27 ნოემბერი 2024,   20:56
ვრცლად
ცინიკურად ანადგურებენ მოსახლეობას, ეს ბოროტებაა, რომელსაც საზღვარი არ აქვს - ზელენსკი კრამატორსკის სადგურის დაბომბვას ეხმაურება

კრამატროსკის რკინიგზის სადგურის დაბომბვას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ეხმაურება:

"ოკუპანტებმა ტოჩკა -У-ს ტიპის რაკეტით დაარტყეს კრამატორსკის რკინიგზის სადგურს, სადაც ათასობით მშვიდობიანი უკრაინელი ევაკუაციას ელოდა. დაახლოებით 30 ადამიანი დაიღუპა, სხვადასხვა დაზიანება მიიღო 100-მდე ადამიანმა. ადგილზე უკვე იმყოფებიან პოლიციელები და მაშველები. რუსი არაადამიანები თავის მეთოდებს არ ცვლიან, არ ყოფნით ძალა და გამბედაობა ბრძოლის ველზე შეწინააღმდეგების და ცინიკურად ანადგურებენ სამოქალაქო მოსახლეობას. ეს ბოროტებაა, რომელსაც საზღვარი არ აქვს. თუ ისინი არ დაისჯებიან, ეს არასოდეს გაჩერდება," - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.

მომხდარ შემთხვევაზე რადიკალურად განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს რუსული მედია და დაბომბვაში უკრაინულ მხარეს ადანაშაულებს.

დღის ამბები