27 ივლისი 2024,   03:43
ვრცლად
საქართველო ომით ტერიტორიების დაბრუნებას არც ცდილობს და არც ეცდება მომავალში, ეს ჩვენი ურყევი გადაწყვეტილებაა - სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ორბელიანების სასახლეში 9 აპრილთან დაკავშირებით ღონისძიებას უმასპინძლა.

სიტყვით გამოსვლისას სალომე ზურაბიშვილმა 9 აპრილის ტრაგიკული დღის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს ისტორიის მაგალითზე, უკრაინის მიერ გაღებული მსხვერპლი მისი გამარჯვების საწინდარი იქნება.

პრეზიდენტმა დღეს მიღებაზე ლელა ვეფხვაძე და გარდაცვლილი პოეტი მიხეილ ხელაშვილი თვისუფლების მედლებით დააჯილდოვა. პოეტის ჯილდო პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას გადაეცა.

"საქართველო ომით ტერიტორიების დაბრუნებას არც ცდილობს და არც ეცდება მომავალში, ეს ჩვენი ურყევი გადაწყვეტილებაა. ყველანი ხომ ვხედავთ, რომ ომით მოპოვებული ტერიტორიები არაფრის მომტანია: არც განვითარების, არც თვითდამკვიდრების და არც იდენტობის დაცვის.

დღეს საქართველოს პერსპექტივა კიდევ უფრო მკაფიოდ გამოჩნდა - აჩქარებული ევროპული ინტეგრაციის გზაა. გვინდა ხელი გამოგიწოდოთ და ამ გზაზე დემოკრატიის, თვითდამკვიდრებისა და თავისუფლების გზაზე, შემოგთავაზოთ, რომ ერთად ვიაროთ. ერთიანობა ვერც დაძალებით, ვერც სხვისი დამონებით მოიპოვება. ეს გზა განვლილი გვაქვს. მაშასადამე მრავალფეროვნება, მრავალაზროვნება, მრავალეთნიკურობა, ასევე მრავალპარტიულობა ამ ერთიანობის განუყოფელი ნაწილია. ეს თავისთავად იმასაც ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ დათმობაც, სხვისი აზრის გათვალისწინებაც თუ არა, სულ ცოტა გაგება მაინც და ქვეყნის ინტერესების ჩვენს პირად, პარტიულ თუ სხვა ინტერესებზე მაღლა დაყენება,"- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

დღის ამბები