საბურთალოს რაიონის რამდენიმე ქუჩის აბონენტებს 10 აპრილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ინფორმაციას კომპანია "თელასი" ავრცელებს.
საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, მიცკევიჩის, ტაშკენტის და ჯანო ბაგრატიონის ქუჩების მოსახლეობას.