07 მაისი 2024,   02:39
ვრცლად
საქველმოქმედო კონცერტი ფილარმონიაში - უკრაინის მხარდასაჭერად ორი ქვეყნის ხელოვანები გაერთიანდნენ

ქართველი და უკრაინელი ხელოვანები უკრაინის მხარდაჭერას საკუთარი შესაძლებლობებით ცდილობენ. მათი ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ლვოვის სიმფონიური ორკესტრი თბილისშია.

ორკესტრიდან მხოლოდ ქალი შემსრულებლები ჩამოვიდნენ, რადგან მამაკაცები ახლა ომში, საკუთარი სამშობლოს დასაცავად იბრძვიან. საქართველოშია უკრაინელი მომღერალი ჯამალა, ხვალ კი უკრაინელი შემსრულებლები, ქართველ მუსიკოსებთან ერთად ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში საქველმოქმედო კონცერტს გამართავენ.

 
დღის ამბები