სანდრო მამუკელაშვილის ისტორიული მატჩი ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში - ქართველმა ფორვარდმა "კლივლენდთან" 28 ქულა ჩააგდო, რაც მისთვის NBA-ში საუკეთესო შედეგია.
ამ დრომდე ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ქართველებიდან შედეგიანობის რეკორდი ზაზა ფაჩულიას ეკუთვნოდა. 2007 წელს ფაჩულიამ "ვაშინგტონთან" საკუთარ გუნდს 27 ქულა შესძინა.
"კლივლენდის" წინააღმდეგ მამუკელაშვილმა მოედანზე 43 წუთი დაჰყო, ამ დროის მანძილზე მან 28 ქულა, 13 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და ერთი ჩაჭრა მიითვალა. მან "ენ-ბი-ეიში" პირველი ორმაგი დუბლი შეასრულა. მამუკელაშვილმა 13-დან 8 ორქულიანი, 5-დან 2 სამქულიანი და 6-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი
2-ჯერ დაკარგა და ამდენივე პერსონალური ფოლი მიიღო.