20 ნოემბერი 2024,   19:37
ვრცლად
საქართველოში ჩამოსულ ლატვიის უნივერსიტეტის თანამშრომლებს ტაქსის მძღოლმა 500 ლარი მოსთხოვა - მძღოლი იდენტიფიცირებულია, მიმდინარეობს უცხოელების გამოკითხვა

გარდაბნის რაიონული სასამართლოს ვაზიანის განყოფილებაში დაახლოებით 6 საათია გამოკითხვაზე იმყოფებიან ლატვიელი პროფესორები.

როგორც ირკვევა, რიგის ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომლები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დილის 05:00 საათზე ჩამოფრინდნენ. სასტუმროში მისასვლელად გამოიძახეს ტაქსი. არსებული ინფორმაციით, მძღოლმა სტუმრებს ხუთმაგი ოდენობის თანხა, 200 ლარი მოსთხოვა და როდესაც უარი მიიღო, მგზავრები გომბორის მიმართულებით წაიყვანა. თანხა გააორმაგა და მათ უკვე 500 ლარი მოსთხოვა. ერთ-ერთმა სტუმარმა ოჯახის წევრებს მოკლე ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა, რომ გატაცებულია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მძღოლი უკვე იდენტიფიცირებულია და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.


დღის ამბები