03 მაისი 2024,   16:11
ვრცლად
ნიკო კვარაცხელიას ოჯახი დარწმუნებულია, რომ მკვლელობა საზღვარგარეთ დაიგეგმა - მოკლულის დედამ მოსამართლეს და პროკურორს მიმართა

ნუ დაიბანთ ხელს და გამოიტანეთ სამართლიანი სასჯელი - ამ სიტყვებით მიმართა მოკლული 22 წლის ნიკო კვარაცხელიას დედამ საბოლოო განაჩენამდე ერთი დღით ადრე მოსამართლე გელიაშვილს და მას იმ პირების დასჯა მოსთხოვა, ვინც მისი შვილის ლიკვიდაცია დაგეგმა. კვარაცხელიების ოჯახის ინფორმაციით, 22 წლის ახალგაზრდას მკვლელობა საზღვარგარეთ დაიგეგმა, ხოლო ბრალდებული კაველიძისა და ჭელიძის გარდა, საქმეს კიდევ რამდენიმე ფიგურანტი ჰყავს, რომელთა ვინაობაც 9-ტომიან საქმეშია ჩაწერილი. 

მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა მიმართვაში პროკურატურასაც სთხოვს, ცალკე გამოყოფილი საქმეები ბოლომდე მიიყვანოს და დამნაშავეები კანონის მთელი სიმკაცრით დასაჯოს. განაჩენის გამოცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე კომენტარისგან თავს იკავებს ბრალდების მხარე, ერთ-ერთი განსასჯელის ადვოკატი კი იმედოვნებს, რომ მოსამართლე ბრალდებულებს ჯგუფური მკვლელობის მუხლს მოუხსნის. ადვოკატი არ საუბრობს დამკვეთებზე.

დღის ამბები