03 მაისი 2024,   16:42
ვრცლად
აზოვის პოლკის ინფორმაციით, მარიუპოლში რუსმა ოკუპანტებმა ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ გაურკვეველი მომწამვლელი ნივთიერება გამოიყენეს

დაახლოებით 1 საათის წინ, რუსმა ოკუპანტებმა მარიუპოლში ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მომწამვლელი ნივთიერება გამოიყენეს, რომლის შემადგენლობა უცნობია. ინფორმაციას აზოვის პოლკი ავრცელებს.

დაზარალებულებს სუნთქვის უკმარისობა და ვესტიბულოცერებრალური ატაქსია აღენიშნებათ.

უკრაინული მედიის ვარაუდით, მარიუპოლში მოსახლეობისა და ჯარის წინააღმდეგ რუსებმა "ზარინი" გამოიყენეს, თუმცა, ნივთიერების შემადგენლობა ოფიციალურად დადასტურებული არ არის.

დღის ამბები