03 მაისი 2024,   13:28
ვრცლად
"ნანახის სიტყვებით აღწერაც კი ძალიან რთულია, ეს ნაციზმზე უარესია" - ლიეტუვას პრეზიდენტის ექსკლუზიური კომენტარი "კურიერს"

პოლონეთის, ლიეტუვას, ლატვიისა და ესტონეთის პრეზიდენტებმა, უკრაინაში რუსული საოკუპაციო ძალების მიერ მიწასთან გასწორებული ქალაქები მოინახულეს.

მათ კიევში უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი დახვდა. ადგილზე "კურიერის" გადამღები ჯგუფიც იმყოფებოდა, რომელმაც ექსკლუზიურად, ლიეტუვას პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა ჩაწერა:

"აქ ნანახის სიტყვებით აღწერაც კი ძალიან რთულია. ვნახეთ ნანგრევები და ის სიბოროტე, რაც რუსეთის რეჟიმს ახასიათებს. მათ მე ნაცისტებს ვერ შევადარებდი, ეს ნაციზმზე უარესია,"- აცხადებს ლიეტუვას პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა.

დღის ამბები