სისხლიანი გარჩევა გერმანიის თავშესაფრის ცენტრში - ადგილობრივი პოლიცია სამ ეჭვმიტანილს ეძებს. მათ შორის ერთი 33 წლის როსტომ კოზოლაშვილია.
გერმანელი სამართალდამცველების ინფორმაციით, კონფლიქტი ტრიერის რაიონში, თავშესაფრის მაძიებელთა მიმღებ დაწესებულებაში 27 მარტის საღამოს მოხდა. სასიკვდილოდ დაჭრეს 27 წლის ლიბანელი მამაკაცი.