31 აგვისტო 2026,   02:50
ვრცლად
რუსმა ოკუპანტებმა პუშჩა-ვოდიცას დასახლებაში სახანძრო სადგური გაანადგურეს

საოკუპაციო ძალებმა იერიში მიიტანეს ხარკოვის მშვიდობიან ობიექტებზე. დაიღუპა 4 ადამიანი. აფეთქებების ხმა ისმოდა ხერსონის ოლქში, სადაც ჰუმანიტარული კრიზისი მწვავდება. ოკუპანტებმა სახანძრო სადგური გაანადგურეს პუშჩა-ვოდიცას დასახლებაში.

შენობიდან პერსონალისა და სახანძრო-სამაშველო ტექნიკის გაყვანა დროულად განხორციელდა. რუსები პოზიციებს აძლიერებენ სევეროდონეცკთან, აღმოსავლეთ საზღვართან აძლიერებენ საარტილერიო დანაყოფებს, სადაზვერვო და სამედიცინო მხარდაჭერის სისტემებს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა გემ "მასკვაზე" საბრძოლო მასალის მარაგის აფეთქება და გაჩენილი ხანძარი. უწყებაში ამბობენ, რომ კრეისერი სერიოზულადაა დაზიანებული.

"უკრაინის მასშტაბით მტრის სარაკეტო იარაღის გამოყენების მუდმივი საფრთხე არსებობს. ოკუპანტები განაგრძობენ სისტემატიურ სარაკეტო დაბომბვას სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე ხარკოვის, დონეცკის და ზაპოროჟიის ოლქებში. მტერი აძლიერებს სასაზღვრო კონტროლს,ამაგრებენ საინჟინრო აღჭურვილობას პოზიციებისთვის და ბაზებისთვის. აგრძელებენ ქალაქ ხარკოვის ნაწილობრივ ბლოკირებას და ქალაქის არტილერიით დაბომბავს. აჯგუფებს დანაყოფებს რამდენიმე სტრატეგიული მიმართულებით. ბრძოლა გრძელდება," - განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის პრესცენტრის ხელმძღვანელმა.

დღის ამბები