გურამ კაშია და ჯაბა კანკავა სლოვაკეთის ჩემპიონები გახდნენ. ბრატისლავის "სლოვანი" 28-ე ტურში გაჩემპიონდა.
ქართველმა ფეხბურთელებმა მოედანზე 90 წუთი გაატარეს. "სლოვანს" 28 თამაშში 67 ქულა აქვს და უახლოეს მდევარ "რუჟემბეროკს" 14 ქულით უსწრებს. "სლოვანი" სლოვაკეთის ჩემპიონი ზედიზედ მეოთხედ, ისტორიაში კი მეთექვსმეტედ გახდა.