წყნეთში დაკავებულ სამართალდამცველს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. საქმე ეხება მამაკაცის სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ფაქტს - ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს და მისი პოზიცია ცნობილი სასამართლო სხდომაზე გახდება.
შემთხვევა ორი დღის წინ, ლადო გუდიაშვილის ქუჩაზე, მოხდა. ოფიციალური ინფორმაციით, დეტექტივი 30 წლის ზურა გველესიანს აკავებდა, რა დროსაც იარაღიდან გაუვარდა - მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა.