19 მაისი 2024,   10:15
ვრცლად
როდის დაასრულებს რუსეთი ომს - რუსი მაღალჩინოსნის განმარტება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანმა, ალექსეი პოლიშჩუკმა დაასახელა მიზნები, რომლის შესრულების შემდეგ რუსეთი უკრაინაში "სპეციალურ სამხედრო ოპერაციას" შეწყვეტს. 

"სპეციალური სამხედრო ოპერაცია მაშინ დასრულდება, როცა გეგმებს შევასრულებთ. მათ შორის არის მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვა დონბასში, უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია, მათ შორის, რუსეთისკენ უკრაინიდან მისი ტერიტორიების ნატოს ქვეყნების მიერ დაკავების გამო მომავალი საფრთხის განეიტრალება," - განაცხადა დიპლომატმა გამოცემა TASS-თან.

"სპეციალური ოპერაცია" გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და მისი ყველა მიზანი მიღწეული იქნება - დაამატა პოლიშჩუკმა.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 24 თებერვალს ტელევიზიაში განაცხადა რომ ე.წ დონბასის რესპუბლიკის ლიდერების მოთხოვნის საპასუხოდ მან "სპეციალური ოპერაციის" ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო. 

დღის ამბები