25 აპრილი 2024,   14:24
ვრცლად
3 წლიანი ტყვეობის შეწყვეტა 5 დღით - რას უკავშირდება საოკუპაციო რეჟიმის მიერ ახალგორის მოსახლეობისთვის ე.წ. გადასასვლელების გახსნა

3 წლიანი იძულებითი ტყვეობის დასასრული მხოლოდ 5 დღით. 2019 წლის შემდეგ პირველად, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ახალგორის მაცხოვრებლებს ოჯახის წევრებისა და საფლავების მონახულების უფლება მისცა, გახსნილია 3 ე.წ. გადასასვლელი, მათ შორის პერევის მხრიდან.

ერთი შეხედვით თითქოს ჰუმანიტარულ ჟესტს, ანატოლი ბიბილოვმა შეზღუდვებიც მიაყოლა. ახალგორს ადგილობრივი ქართველები  სპეციალური საშვების გარეშე ვერ დატოვებენ. მოსახლეობას ტერიტორიიდან არც მანქანებით გასვლის საშუალება აქვს.

3 წლის განმავლობაში მავთულხლართებს მიღმა დარჩენილი ახალგორელებისთვის ე.წ. საზღვარი მხოლოდ განსაკუთრებული შემთხვევებისთვის იხსნებოდა, ძირითადად მომაკვდავი პაციენტებისთვის.

გავრცელებული ინფორმაციით, საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილება ე.წ. არჩევნებს უკავშირდება.

ახალგორში ჩაკეტილმა ადამიანებმა ანატოლი ბიბილოვს პასუხი ათ აპრილს გასცეს, რის შედეგადაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მეორე ტური გახდა საჭირო. ანატოლი ბიბილოვის კონკურენტმა ალან გაგლოევმა ახალგორში დე ფაქტო პრეზიდენტზე 4-ჯერ მეტი ხმა მიიღო.

დღის ამბები