04 მაისი 2024,   18:24
ვრცლად
ოდესაში რაკეტა ჩამოვარდა - არის მსხვერპლი

რამდენიმე წუთის წინ საპორტო ქალაქ ოდესაში რაკეტა ჩამოვარდა. ინფორმაცია ადგილობრივმა ხელისუფლებამ გაავრცელა, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა. როგორც უკრაინული მედია იტყობინება, შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა. ამ ეტაპზე დასტურდება 1 ადამიანის გარდაცვალება.

მარიუპოლში კი ოკუპანტები რუსული ჯარების მიერ დაბომბილი დრამატული თეატრის ნანგრევებს ასუფთავებენ, მათ აღმოჩენილი ცხედრები სოფელ მანგუშში მასობრივ სამარხებში გადააქვთ​. მტრის შესაძლო პროვოკაციების გამო, აღდგომის ღამეს ლვოვში კომენდანტის საათი გამოცხადდება. 

უკრაინის ვიცე პრემიერის განცხადებით, უკრაინული მხარე კიდევ ერთხელ ერთხელ შეეცდება მარიუპოლიდან ქალების, ბავშვებისა და მოხუცების ევაკუაციას.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის განმარტებით, უკრაინის სამხედრო ძალებმა ხერსონის ოლქში სამეთაურო პუნქტი გაანადგურეს.

დღის ამბები