27 აპრილი 2024,   12:25
ვრცლად
უკრაინელები და ქართველები მოძმე ერები არიან, საქართველოს და უკრაინის ურთიერთობა არასდროს შეიცვლება - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინა და საქართველო მოძმე ერები არიან და მათი ურთიერთობა არასდროს შეიცვლება.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ქართველები უკრაინელების ერთ-ერთი ყველაზე უფრო ახლობელი ხალხია. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ერთ-ერთ მეტროსადგურში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"უკრაინელები და ქართველები მოძმე ერები არიან. ჩვენი მეზობლები ვართ მიუხედავად, ათასობით კილომეტრისა, რომლებიც გვაშორებს. საქართველოს და უკრაინის ურთიერთობა არასდროს შეიცვლება, პირობას გაძლევთ. ვიცი, რომ ქართველ ხალხს [ევროკავშირში გაწევრიანება] უნდა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირში იქნებით, ნატოში - ყველგან სადაც ისურვებთ. ეს თქვენი არჩევანია. უკრაინა ყოველთვის მხარს დაუჭერს თქვენს გადაწყვეტილებას,"- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

დღის ამბები