29 აგვისტო 2026,   12:33
ვრცლად
ოკუპანტების იერიშს დონეცკიზე ერთი ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაშავებულები - რა ხდება უკრაინი ომის 64-ე დღეს

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის 64-ე დღე - ღამით აფეთქებები იყო ხერსონში, სატელევიზიო ანძასთან.

უკრაინული მხარის ინფორმაციით, ოკუპანტებმა იერიში მიიტანეს დონეცკში, რასაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავდა 8. ინფორმაცია ვრცელდება სუმში დაბომბვების შესახებაც.

უკრაინის თავდაცვის უწყება აცხადებს, რომ მათ 8 რუსული საჰაერო სამიზნე გაანადგურეს.

რუსული დამოუკიდებელი მედია იუწყება, რომ მოსკოვი მაისის შუა რიცხვებში დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქების ანექსიის მიზნით ე.წ. რეფერენდუმების ჩატარებას გეგმავს.

რუსეთის უკრაინაში განხორციელებული ქმედებები გენოცდიად აღიარეს კანადელმა კანონმდებლებმა.

დღის ამბები