20 ნოემბერი 2024,   19:23
ვრცლად
მარშალ გელოვანის გამზირზე ამ დროისთვის საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია

მარშალ გელოვანის გამზირზე ამ დროისთვის საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე წყლის მილი იყო დაზიანებული, რამაც მოძრაობის პარალიზება გამოიწვია.

ამ დროისთვის, ადგილზე მუშაობენ "თბილსერვისის ჯგუფის" წარმომადგენლები, რომლებიც გაწმენდით სამუშაოებს ატარებენ.

დედაქალაქის რამდენიმე უბანს წყალმომარაგება შეზღუდული აქვს.

შექმნილი პრობლემის გამო ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.

დღის ამბები