20 ნოემბერი 2024,   19:21
ვრცლად
მარშალ გელოვანის გამზირზე წყალმომარაგების მაგისტრალური მილი ავარიულად დაზიანდა - GWP

კომპანია GWP მარშალ გელოვანის გამზირზე წყალსადენი მილის დაზიანების შესახებ განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ 29 აპრილს, მარშალ გელოვანის გამზირზე N-6-თან "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" წყალმომარაგების მაგისტრალური მილი ავარიულად დაზიანდა.

მათივე ცნობით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები ადგილზეა მობილიზებული. მილის დაზიანებული მონაკვეთიდან წყლის ნაკადის შესაჩერებლად დაიკეტა ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს დაზიანების აღსადგენად მოსამზადებელი სამუშაოები.

როგორც GWP იუწყება, აღნიშნულთან დაკავშირებით წყალმომარაგება შეზღუდული იქნება თბილისის რამდენიმე უბანში, 29 აპრილის 09:30 საათიდან 30 აპრილის ღამის 02:00 საათამდე.

დღის ამბები