27 აპრილი 2024,   21:37
ვრცლად
ათეულობით წელი საკუთარი საცხოვრებლის მოლოდინში და საჩუქარი სახელმწიფოსგან - აფხაზეთიდან დევნილ მრავალშვილიან ოჯახებს ბინები გადასცეს 

აფხაზეთიდან მრავალშვილიან დევნილებს მთავრობამ ახალი ბინები გადასცა. საცხოვრებელ ფართს 2025 წლამდე დამატებით კიდევ 13 ათასი დევნილი ოჯახი მიიღებს, მათგან კი მთავრობის მეთაურის ინიციატივით ნახევარი სოფლად სახლის პროგრამაში ჩაერთვება. ბენეფიციარებს საშუალება ექნებათ საქართველოს ნებისმიერ რეგიონში სახლი თავად შეარჩიონ, შემდეგ კი საკუთრებას დევნილთა სააგენტო შეუსყიდის.

პარალელურად იძულებით გადაადგილებული პირებისთვის ახალი კორპუსების მშენებლობა გრძელდება თბილისსა და რეგიონებში, ახალ 800 ბინას კი ქუთაისში დევნილები უახლოეს მომავალში მიიღებენ. ამ დროისთვის საკუთარ საცხოვრებელს 40 000 დევნილი ელოდება, 47 ათასზე მეტი კი სასურველი ფართით უკვე დაკმაყოფილდა.

დღის ამბები