01 მაისი 2024,   23:30
ვრცლად
კონსერვატორიის დაარსებიდან 105 წელი - თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია იუბილესთვის ემზადება

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია იუბილესთვის ემზადება. მუსიკალური სასწავლებელი ხვალ 105 წლისთავს იზეიმებს, რომელიც გალა კონცერტით აღინიშნება. დიდ დარბაზში გაჟღერდება მალერის ნაწარმოები, რომელიც უკრაინელ ხალხს მიეძღვნება.

დააჯილდოებენ იმ ხელოვანებს, რომლებსაც ქვეყნისა და კონსერვატორიის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი აქვთ შეტანილი.

ამავე დღეს აღინიშნება ვანო სარაჯიშვილის - ქართველი პროფესიული ვოკალური ხელოვნების ერთ-ერთი ფუძემდებლის დაბადებიდან 142 წლის იუბილეც, რომლის სახელსაც თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია უკვე 75 წელია ატარებს. 

დღის ამბები