15 ნოემბერი 2024,   23:24
ვრცლად
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი უკრაინის პრეზიდენტს კიევში შეხვდა

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი კიევშია. ის უკვე შეხვდა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის. შეხვედრის კადრებს ზელენსკი სოციალურ ქსელებში ავრცელებს. ამ ვიზიტს წინ უძღოდა 28 აპრილს ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიმართვა კონგრესის მიმართ უკრაინისთვის სამხედრო, ეკონომიკური და ჰუმანიტარული დახმარებისთვის 33 მილიარდი დოლარის გამოყოფის შესახებ.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ უკრაინის მხარდაჭერაში ლიდერია და უკრაინის დახმარებისთვის მას მადლობა გადაუხადა.
 
"მადლობას გიხდით დაფასებისთვის და უკრაინის ძლიერი მხარდაჭერისთვის შეერთებული შტატების, ამერიკელი ხალხის, კონგრესისა და ორპარტიული მხარდაჭერისთვის. ეს ძლიერი სიგნალია. აშშ დღეს ნამდვილად არის უკრაინის მხარდაჭერაში ლიდერი რუსეთის ფედერაციის აგრესიის წინააღმდეგ ომის დროს. და მინდა მადლობა გადაგიხადოთ, უკრაინის დახმარებისთვის, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვისთვის," - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსმა​ ვოლოდიმირ ზელენსკის თავისუფლებისთვის ბრძოლისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მათი ვალდებულებაა მთელი ამ ბრძოლის პერიოდში უკრაინას გვერდში დაუდგნენ.

"ჩვენ გსტუმრობთ თქვენ, რათა გადაგიხადოთ მადლობა იმისათვის, რომ იბრძვით თავისუფლებისთვის. ეს ბრძოლა ყველასთვისაა. ჩვენი ვალდებულებაა, გვერდში ვიდგეთ სანამ ეს ბრძოლა არ დამთავრდება," - განაცხადა მან.

დღის ამბები