ოლაფ შოლცმა, გერმანიის საზოგადოებრივ მაუწყებელთან, ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები არ მოიხსნება, ვიდრე მოსკოვი კიევთან მშვიდობიან შეთანხმებას არ მიაღწევს.
გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ სამშვიდობო შეთანხმების პირობების განსაზღვრა უკრაინის გადასაწყვეტია. მისი თქმით, ვლადიმერ პუტინი შეცდა, თუკი ფიქრობდა, რომ შეეძლო უკრაინისგან ტერიტორიის ხელში ჩაგდება, საბრძოლო მოქმედებების დასრულების გამოცხადება და და ამის შემდეგ დასავლური ქვეყნების სანქციებისგან გათავისუფლება. როგორც კანცლერმა განაცხადა, გერმანია არ მიიღებს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას. ინტერვიუს ბოლოს, კიევში ვიზიტთან დაკავშირებით ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას უპასუხა, რომ კიევში ვიზიტის გეგმები არ აქვს.
"რუსეთისთვის უკრაინაში ინტერვენციაზე საპასუხოდ დაწესებული სანქციები არ მოიხსნება, ვიდრე მოსკოვი კიევთან მშვიდობიან შეთანხმებას არ მიაღწევს. ვლადიმერ პუტინი შეცდა, თუკი ფიქრობდა, შეეძლო უკრაინისგან ტერიტორიის ხელში ჩაგდება, საბრძოლო მოქმედებების დასრულება გამოეცხადებინა და ამის შემდეგ დასავლური ქვეყნები სანქციებს მოხსნიდნენ.
მან არ გათვალა მთელი უკრაინის ოპერაცია ბოლომდე. ის არ ფიქრობდა, რომ უკრაინა ასეთ წინააღმდეგობას გასწევდა. ის არ ფიქრობდა, რომ ჩვენ მათ მხარს დავუჭერდით, რომ დამდგარიყვნენ ასე დიდხანს. ჩვენ არ გავაუქმებთ სანქციებს, ვიდრე ის უკრაინასთან შეთანხმებას არ მიაღწევს. გერმანია არ მიიღებს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას. ეს არის საერთაშორისო სამართლის დარღვევა,"- აღნიშნავს შოლცი და ასევე ამბობს, რომ მას კიევში ვიზიტის გეგმები არ აქვს.