07 მაისი 2024,   10:08
ვრცლად
"ისინი ისევ ქარხანაში არიან, მძიმე ბრძოლები მიდის" - პალამარი რუსების "აზოვსტალიდან" გაძევებასთან დაკავშირებით ინფორმაციას უარყოფს

"აზოვის" პოლკის მეთაურის მოადგილე კაპიტანი სვიატოსლავ პალამარი უარყოფს ცნობას იმის შესახებ, რომ მარიუპოლის დამცველმა უკრაინელმა მებრძოლებმა რუსების "აზოვსტალიდან" გაძევება შეძლეს. მისი თქმით, ოკუპანტები კვლავ ქარხნის ტერიტორიაზე არიან და მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს.

"ისინი ისევ ქარხანაში არიან. მძიმე ბრძოლები მიდის," - განაცხადა სვიატოსლავ პალამარმა. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ მან "უკრაინა24-თან" განაცხადა.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აზოვის მებრძოლებმა რუს ოკუპანტებს "აზოვსტალიდან" უკან დაახევინეს, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა ოლექსი არესტოვიჩმა გაავრცელა.

დღის ამბები