მარიუპოლის დამცველებმა, რომლებიც "აზოვსტალს" იცავენ, რუსი ოკუპანტების თავდასხმის მოგერიება მოახერხეს და მათ ქარხნის ტერიტორიიდან უკან დაახევინეს. ამის შესახებ უკრაინულ მედიასთან უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა ოლექსი არესტოვიჩმა განაცხადა. მისი თქმით, "აზოვსტალისთვის" ბრძოლა გრძელდება და უკრაინელი მებრძოლები დიდ წინააღმდეგობას უწევენ გაცილებით მრავალრიცხოვან მტერს.
რუსმა ოკუპანტებმა "აზოვსტალის" ტერიტორიაზე შეჭრა გუშინ შეძლეს. უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, ეს ღალატის შედეგად მოხდა და რუსებმა ინფორმაცია ქარხანაში არსებული გვირაბების შესახებ "აზოვსტალის" ყოფილი თანამშრომლისგან მიიღეს.
"რუსეთის ძალები "აზოვსტალის" ტერიტორიაზე გუშინ შევიდნენ, მაგრამ ისინი ჩვენმა დამცველებმა უკან დახიეს. ამჟამად ვაჯამებთ ინფორმაციას,"- განაცხადა არესტოვიჩმა.