04 მაისი 2024,   12:28
ვრცლად
ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენი სამხედროების გადასარჩენად გამოსავალი ვიპოვოთ- ვოლოდიმირ ზელენსკი "აზოვსტალზე"

"აზოვსტალზე" რუსული იერიშები არ წყდება,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი გავრცელებულ ვიდეომიმართვაში საუბრობს. ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ "აზოვსტალში" ჯერ კიდევ რჩებიან მოქალაქეები, მათ შორის ქალები და ბავშვები.

უკრაინის პრეზიდენტმა ბრიტანელ და უკრაინელ ხალხს მიმართა. ზელენსკის თქმით, რუსეთს დიდი ბრიტანეთისა და უკრაინის ერთიანობა აღიზიანებს, რადგან ისინი თავისუფლებისთვის იბრძვიან.

"რუსეთის ჯარებმა დღესაც, ისევე როგორც ყოველ დღე ამ ომის განმავლობაში, ჩვენი ქალაქებისა და ხალხის დაბომბვა განაგრძეს - ეს არის ჩვენი რეალობა, სარაკეტო დარტყმები ყოველ დღე.

"აზოვსტალზე" რუსული დაბომბვა და იერიში არ წყდება. საჭიროა მშვიდობიანი მოქალაქეების გაყვანა- ქალების, ბავშვების. უბრალოდ წარმოიდგინეთ ეს ჯოჯოხეთი და იქ არიან ბავშვები!

ჩვენ ველით სიჩუმის ეფექტურ რეჟიმს. ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ გამოსავალი ვიპოვოთ ჩვენი სამხედროების გადასარჩენად. მათ ბევრი დაჭრილი ჰყავთ. მაგრამ ისინი არ ნებდებიან და პოზიციებს იკავებენ.

არც ჩვენ ვნებდებით. ყოველდღე მთელი გუნდი ეძებს ვარიანტს, რომელიც უზრუნველყოფს ამ ადამიანების უსაფრთხოებას.

მსოფლიოში ყველა - ან თუნდაც უმრავლესობა, რომ ყოფილიყო ისეთივე მამაცი ლიდერი, როგორიც უკრაინა და ბრიტანეთია, დარწმუნებული ვარ, ჩვენ უკვე დავასრულებდით ამ ომს.

ცხადია, რუსეთს ჩვენი, უკრაინის და ბრიტანეთის სიახლოვე აღიზიანებს. ეს ნიშნავს, რომ ევროპაში თავისუფლების დასაცავად ჩვენ ნამდვილად ძლიერები ვართ,"- განაცხადა უკრაინის ლიდერმა.

დღის ამბები