31 აგვისტო 2026,   01:03
ვრცლად
დუშეთის მუნიციპალიტეტში გადაუღებელი წვიმის გამო მეწყერი ჩამოწვა

დუშეთის მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გადაუღებელი წვიმის გამო, უკანაფშავის ადმინისტრაციული ერთეულის საავტომობილო გზაზე მეწყერი ჩამოწვა, რის გამოც შუაფხო-უკანაფშავის მონაკვეთზე გადაადგილება შეუძლებელია.

მეწყერმა ჩაკეტა გუდამაყრის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ ჩოხამდე მისასვლელი გზაც.

თუმცა ამ ეტაპზე  ყველა იმ სოფელში, სადაც სტიქიამ პრობლემები შექმნა, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და გამოდარებისთანავე დაიწყება გაწმენდითი სამუშაოები. 

დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მაცაცო ნარიმანიძე შესაბამის უწყებებთან ერთად პირადად არის ჩართული სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებებში.

დღის ამბები