ვარკეთილში, სპეცოპერაციის დროს დაკავებულების აღმკვეთის ღონისძიებაზე სასამართლომ, სავარაუდოდ, დღეს უნდა იმსჯელოს. ორ პირს ბრალი ოფიციალურად გუშინ, დღის ბოლოს წაუყენეს. ერთ-ერთ მათგანს ბრალად პოლიციელის ავტომანქანაზე განზრახ დაჯახება, მეორეს კი დანაშაულის შეუტყობინებლობა ედება. ამ დროისთვის, დაკავებულები დუმილის უფლებას იყენებენ.
შეგახსნებთ, რომ პოლიციელზე თავდასხმის და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე პროკურატურამ გიორგი და ბექა შენგელიებს ბრალდება წარუდგინა