29 აგვისტო 2026,   11:59
ვრცლად
დაბომბილი სავაჭრო ცენტრი და სასტუმროები - ბოლო ამბები უკრაინიდან

რუსეთის ძალებმა იერიში მიიტანეს ოდესაზე. უკრაინული მედიის ინფორმაციით, სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა სავაჭრო მოლსა და ორ სასტუმროზე. დაიღუპა 1 ადამიანი, დაშავადა 6.

განგაშის სიგნალი და დაბომბვები იყო სუმის რეგიონშიც.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ინფორმაციით, მარიუპოლში, "აზოვსტალის" ქარხანაზე იერიშები ისევ გრძელდება. დონეცკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ქარხანაში 100-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე რჩება.

უკრაინის ეკონომიკის მხარდასაჭერად უკრაინულ ფოლადზე ტარიფებს ერთი წლით მოხსნის შეერთებული შტატები.

დღის ამბები