მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ სასამართლო პროცესს სავარაუდოდ არ დაესწრება. მიზეზად ადვოკატები ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახელებენ.
სასამართლო პროცესი საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეს შეეხება. ყოფილ პრეზიდენტსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვაში სდებენ ბრალს.
დღევანდელი სხდომა მტკიცებულებების გამოკვლევით განახლდება. დაცვის მხარე პროცესზე გარკვეული შუამდგომლობების დაყენებასაც გეგმავს.