ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, რუსეთის ძალებმა საჰაერო იერიშები მიიტანეს ზაპოროჟიეზე - დაიღუპა ერთი და დაშავდა 8 ადამიანი.
დაბომბვები იყო ხარკოვშიც, რასაც 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაიჭრა 10.
აფეთქებების ხმა ისმოდა სუმის ოლქში. რუსებმა იერიში მიიტანეს ნიკოლაევზეც. უკრაინული მედიის ცნობით, ოკუპანტებს ზაპოროჟიედან ბოსტნეული და მარცვლეული ყირიმში გააქვთ. უკრაინა კი რუსეთიდან ევროპაში გაზის მესამედის ტრანზიტს აჩერებს.
CNN-ის ცნობით, ომის პერიოდში რუსეთმა უკრაინაში 12-მდე ზებგერითი იარაღი გამოიყენა.
პენტაგონში კი აცხადებენ, რომ პუტინი დონბასსა და სამხრეთ უკრაინაში თავის გეგმას ორი კვირით ჩამორჩა.
უკრაინაში ჰუმანიტარული კრიზისის შესახებ,12 მაისს, გაეროში უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება - სხდომა საფრანგეთმა და მექსიკამ მოიწვიეს.
ბელარუსი უკრაინის საზღვართან სპეცრაზმელებს განათავსებს, ამის მიზეზად კი სახელმწიფო საზღვრებზე შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების სამხედრო ძალების ყოფნის გაზრდას ასახელებენ.