01 მაისი 2024,   14:30
ვრცლად
დღეს, საქართველოს სააფთიაქო ქსელებში ხელმისაწვდომია თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტი, რეფორმის შედეგი კი ფასების 80%-მდე შემცირებაში გამოიხატება - ზურაბ აზარაშვილი

პარლამენტში ჯანდაცვის მინისტრს უსმენენ. ზურაბ აზარაშვილი დეპუტატებს მინისტრის საათის ფორმატში ხვდება. აზარაშვილი მინისტრის რანგში პარლამენტში პირველად მივიდა.

მან გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარადგინა. ისაუბრა არსებულ გამოწვევებსა და მედიკამენტების გაიაფებაზე.

"მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიმართულებით, ჩვენი ერთ-ერთი წარმატებული ნაბიჯია თურქული ფარმაცევტული ბაზრის გაზრდა და მეზობელი ქვეყნიდან იმ მედიკამენტების იმპორტი, რომელზეც მოსახლეობის დანახარჯები მნიშვნელოვნად მაღალი იყო. დღეს, საქართველოს სააფთიაქო ქსელებში ხელმისაწვდომია თურქეთიდან იმპორტირებული 400-ზე მეტი დასახელების მედიკამენტი, რომელთა რაოდენობა ყოველდღიურად მზარდია. რეფორმის შედეგად, უკვე ვხედავთ ხელშესახებ ცვლილებებს, რაც გამოიხატა ფასების 80%-მდე შემცირებაში, ეს კი ჩვენი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი შეღავათია.

მიმდინარე წლის მარტი-აპრილის თვეებს თუ შევაჯამებთ, ამ თვეებში 100 000-ზე მეტმა ჩვენმა თანამოქალაქემ შეიძინა თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტები და ძველი ფასებით 50 მილიონი ლარის ნაცვლად, გადაიხადა დააახლოებით 15 მილიონი ლარი," - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა. 

მოხსენების შემდეგ მინისტრი დეპუტატების კითხვებს უპასუხებს.

დღის ამბები