15 ნოემბერი 2024,   22:57
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილი "ვივა მედში" რჩება - შვილის მდგომარეობაზე გიული ალასანია საუბრობს

მიხეილ სააკაშვილი "ვივა მედში" რჩება. კლინიკის მიმდებარე ტერიტორია ისევ ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული, მასთან ჯერ-ჯერობით არ მისულა არც ადვოკატი, არც პირადი ექიმი, კლინიკასთან ამ ეტაზე არ გამოჩენილა არც გიული ალასანია. სააკაშვილს უკვე ჩაუტარდა გამოკვლევები, პირველადი პასუხები სავარაუდოდ დღეს გახდება ცნობილი. კლინიკის ადმინისტრაციას ოფიციალური განმარტება არ გაუკეთებია.

ცნობილია, რომ დღეს მიხეილ სააკაშვილს მოინახულებს მისი პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე. დღის მეორე ნახევარში კი კლინიკაში სააკაშვილის ადვოკატს, დიმიტრი საძაგლიშვილს ელოდებიან. 

მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია ერთადერთია, ვინც უკვე მოახერხა სააკაშვილის ნახვა და აცხადებს, რომ მისი შვილის მდგომარეობა ძალიან მძიმეა, ასევე ამბობს, რომ საქართველოს არ გააჩნია ის საჭიროებები, რომლებიც სააკაშვილის რეაბილიტაციისთვის საჭიროა.  

"ძალიან კრიტიკული მდგომარეობა აქვს ადამიანს, ფერი აღარ აქვს, გამხდარი, ცარიელი ძვალი და ტყავი, ძლივს დადის, ყოველ წუთში შეიძლება რაღაც უბედურება დატრიალდეს. ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, მე დღესვე გადავიყვანდი უცხოეთში, ისეთ კლინიკაში, სადაც ასეთი ავადმყოფის მკურნალობის გამოცდილება აქვთ", - განაცხადა ალასანიამ.

დღის ამბები