რუსთავში, კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე იქნება. ცურტაველის მოედნის მიმდებარედ, სამუშაოები უკვე დაწყებულია. ახალ სკვერს საგამოფენო სივრცის დატვირთვა ექნება.
ნინო ლაცაბიძე პროექტის დეტალებს ადგილზე, სამუშაო შეხვედრის ფარგლებში გაეცნო.
პროექტის მიხედვით, რუსთავში მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები, გაზონები, სარწყავი სისტემა, გარე განათება და დასასვენებელი სკამები.