20 ნოემბერი 2024,   21:29
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო გამოკვლევა ხვალ დასრულდება - ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ადვოკატი საუბრობს

მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო გამოკვლევა ხვალ დასრულდება,- ეს ინფორმაცია მედიას, ექსპრეზიდენტის პირადმა ექიმმა მიაწოდა.

ნიკოლოზ ყიფშიძის განმარტებით, დღის განმავლობაში ორ კვლევაზე მეტი ვერ კეთდება, ვინაიდან აღნიშნულის საშუალებას ხანდახან, პაციენტის მდგომარეობა ვერ იძლევა.

"ვივამედში" იმყოფებოდა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შოთა თუთბერიძეც.

"შესამჩნევია სისუსტე, საკვებს ის კვლავაც ვერ იღებს, ამ მიმართულებით არავითარი წინსვლა არ გვაქვს, ნევროლოგიური მაჩვენებლები გაუარესებულია. ადმინისტრაციამ გასცა უკვე თანხმობა ყველა იმ ვიზიტორზე, რომელსაც  კანონი ითვალისწინებს და რომელიც საფრთხეს არ შეუქმნის მიხეილ სააკაშვილს. კიდევ ველოდებით რამდენიმე თანხმობას პარლამენტის წევრებთან დაკავშირებით, დანარჩენი თანხმობები პენიტენციური სამსახურის თქმით გადაცემულია და ჩემთვის გაუგებარია, რატომ არ არის პენიტენციური სამსახურიდან თანხმობები მოსული, მაგალითად ექიმ ნიკოლოზ ყიფშიძეზე. იმედი მაქვს ეს პრობლემა სწრაფად მოგვარდება და თანხმობა გაიცემა დროზე",- აცხადებს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შოთა თუთბერიძე.

დღის ამბები