15 ნოემბერი 2024,   22:44
ვრცლად
"სამხრეთ ოსეთის შეერთების საკითხი არ განიხილება" - დიმიტრი პესკოვი

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის რუსეთთან შესაძლო შეერთების შესახებ განცხადება ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერმა გააკეთა.

დიმიტრი პესკოვის თქმით, "რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერნდუმი სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისა და მისი წინა ხელმძღვანელის განწყობაზე მეტყველებს, თუმცა ამჟამად ეს საკითხი არ განიხილება".

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულმა ე.წ. კანდიდატმა, 2022 წლის 17 ივლისს ხელი მოაწერა განკარგულებას რუსეთის შემადგენლობაში, ოკუპირებული ცხინვალის შესვლასთან დაკავშირებით.

დღის ამბები