02 ივლისი 2022,   17:23
ვრცლად
სკოლის ბუღალტერს, რომელიც ფულს აზარტული თამაშების ანგარიშებზე რიცხავდა, წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდეს

სკოლის ბუღალტერს, რომელიც ფულს აზარტული თამაშების ანგარიშებზე რიცხავდა, წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდეს . იგი პოლიციამ 140 ათასზე მეტი ლარის მითვისების გამო დააკავ.

გამოძიების ინფორმაციით, ადიგენის სოფელ დერცელის სკოლის ყოფილი თანამშრომელი, სასწავლებლის ბიუჯეტიდან თანხებს საკუთარ ანგარიშზე რიცხავდა, ამის შემდეგ კი ფულს ძირითადად თამაშისთვის იყენებდა.

სკოლის დირექტორი სწორედ ის პირია, რომელმაც გაარკვია, რომ სკოლის ანგარიშიდან გარკვეული თანხები იკარგებოდა.

დირექტორმა დაკარგული თანხების შესახებ ინფორმაცია რესურს ცენტრს და განათლების სამინისტროს მიაწოდა, ცია რის შემდეგაც სკოლის ბუღალტერზე მიიტანეს ეჭვი. 

სკოლის დირექტორი და მასწავლებლები აცხადებენ, რომ ბუღალტერს აზარტული თამაშების ანგარიშზე როგორც თითო ლარი, ასევე ათასობით ლარიც ჰქონდა გადარიცხული. 

გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს და არ არის გამორიცხული, დამნაშავეთა წრე გაფართოვდეს. 

დღის ამბები