27 აპრილი 2024,   03:34
ვრცლად
აღიარებენ თუ არა ბრალს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფები - 9 დაკავებულის სასამართლო პროცესი დღეს იმართება

აღიარებენ თუ არა ბრალს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფები - ცხრა დაკავებულის სასამართლო სხდომა ამ წუთებში იწყება, იმსჯელებენ მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე. კიდევ შვიდ პირს ამ საქმის ფარგლებში ბრალი დაუსწრებლად აქვს წარდგენილი.

ადვოკატების განცხადებით, საქმის მასალები სრულად ჯერ არ მიუღიათ. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, აჭარაში, იმერეთსა და სამეგრელოში ჩატარებული სპეც ოპერაციის შესახებ გუშინ ისაუბრა.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები აწყობდნენ "ქურდულ გარჩევებს", უკავშირდებოდნენ საზღვარგარეთ მყოფ კრიმინალურ ავტორიტეტებს და თანხის ასაღებად ხშირად სასტიკ მეთოდებსაც იყენებდნენ.

ბრალდების მხარე მოითხოვს, რომ დაკავებულები წინასწარ 2 თვიან პატიმრობაში დარჩნენ. დაცვის მხარე კი, მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართავს, რათა მათი დაცვის ქვეშ მყოფები აღკვეთი ღონისძიების გარეშე დარჩნენ. 

საამართლო აღკვეთ ღონისძიებაზე მსჯელობას 4 საათზე დაიწყებს. 

დღის ამბები