26 აპრილი 2024,   09:32
ვრცლად
"აგინებდა და სახეში აფურთხებდა" - კასპში 15 წლის ბიჭს შრომას უკანონოდ აიძულებდნენ

15 წლის ბიჭი, რომელსაც შრომას უკანონოდ აიძულებდნენ - შემთხვევა კასპის სოფელ "ფერმაში" მოხდა.

ბიჭი ერთ-ერთ საქონლის სასაკლაოზე მუშაობდა, თუმცა მფლობელი მას აიძულებდა ანაზღაურების გარეშე მის კუთვნილ ფერმაშიც შეესრულებინა მძიმე სამუშაო. მას შემდეგ, რაც ბავშვმა ხუთი თვის თავზე ანაზღაურების გარეშე შრომაზე უარი თქვა, მამაკაცმა ის ჯერ სცემა, შემდეგ კი კუთვნილი ხელფასის გარეშე გაათავისუფლა.

"კურიერმა" მოზარდის ოჯახის წევრები ჩაწერა. როგორც ირკვევა, მათ ძალადობის გამო პოლიციასაც მიმართეს.

"ავიწროვებდა, აიძულებდა საქმე გაეკეთებინა, აგინებდა და სახეში აფურთხებდა",- აცხადებს 15 წლის ბიჭის ბაბუა. 

კასპის სოფლის ერთ-ერთი სასაკლაო, 10 000 ლარით დააჯარიმეს. 

ავტორი: სანდრო სანაია. 

 

დღის ამბები